Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კორონა ვირუსი ატალანტას 3 ფეხბურთელს დაუდასტურდა

ატალანტამ გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით დაადასტურა, რომ შემადგენლობის 3 წევრს ვირუსზე პასუხი დადებითი მიუვიდა.

„ატალანტა ადასტურებს, რომ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ტესტების შედეგად, ვირუსი გუნდის 3 წევრს დაუფიქსირდა, რომელთა გვარებს შეგნებულად არ ვასახელებთ.

„არც ერთ მათგანს არანაირი სიმპტომი გამოვლენილი არ აქვს და თავს კარგად გრძნობენ. ისინი გუნდს გამოჯანმრთელებისთანავე დაუბრუნდებიან.“ ვკითხულობთ გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published.