Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორონა ვირუსი ნაპოლის კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა

ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის მექსიკელ შემტევს ირვინგ ლოზანოს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

ფეხბურთელს სავალდებულო ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ის საშობაო შვებულების დროს სამშობლოში ჩაფრინდა.

ლოზანო სრულად ვაქცინირებულია და მას ვირუსის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა პარტენოპეისთვის ეს კიდევ ერთი დიდი დარტყმაა, რადგან მექსიკელი სავარაუდოდ იუვენტუსთან 6 იანვარს თამაშს ვერ მოახერხებს.

ამ თვეში კორონა ვირუსის ნაპოლის კიდევ ორ ფეხბურთელს, ფაბიან რუისს და ლორენცო ინსინიეს დაუდასტურდათ.