Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორონა ვირუსი ნაპოლის კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა

ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დიეგო დემესა და მატეო პოლიტანოს შემდეგ, კორონა ვირუსი გუნდის კიდევ ერთ ფეხბურთელს, ალესანდრო ძანილოსაც დაუდასტურდა.

21 წლის ნაპოლის აკადემიის აღზრდილმა კორონა ვირუსის სავალდებულო შემოწმება გუნდთან ერთად მას შემდეგ ჩაიტარა, რაც პოლიტანოს ვირუსი დაუდასტურდა და სამწუხაროდ მისი პასუხი ვირუსზე დადებით აღმოჩნდა.

იტალიელმა უკანახაზელმა მიმდიანრე სეზონში ნაპოლის ძირითად გუნდში 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.