Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კორონა ვირუსმა ატალანტასაც შეუტია

დღეს ჯან პიერო გასპერინის კალიარისთან მატჩის წინ პრესკონფერენცია უნდა გაემართა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ბერგამოელების ერთ-ერთ წევრს ვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც პრესკონფერენცია გაუქმდა.

ჯერჯერობით დაავადებული ადამიანის ვინაობა უცნობია და არც ის ვიცით, ფეხბურთელია თუ სტაფის წევრი, თუმცა ფაქტია, რომ ჯენოა – ტორინოს გადადების შემდეგ, ვირუსის გამო შესაძლოა კიდევ ერთი შეხვედრა გადაიდოს.