Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კორონა ვირუსმა მილანსაც შეუტია

რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ კორონა ვირუსი მილანის ორ ფეხბურთელს, რადე კრუნიჩს და ანტე რებიჩს დაუდასტურდათ.

მილანის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა. მილანის სხვა არც ერთ ფეხბურთელს COVID 19 არ აქვს და მატჩი დიდი ალბათობით გეგმის მიხედვით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის გამო იუვეს ალექს სანდრო და ხუან კუადრადო ვერ ეხმარებიან.