Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორონა ვირუსმა სერია ა-საც შეუტია

ცნობილი გამოცემა ANSA-ს ინფორმაციით, სალერნიტანას რიგებში კორონა ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და მათ ჯერჯერობით უფლება არ ეძლევათ, რომ უდინეზესთან მატჩისთვის უდინეში გაემგზავრონ.

მსოფლიოში ახალი შტამის – ომიკრონის გამოჩენის შემდეგ, ყველაზე მეტად პრემიერ ლიგა დაზარალდა. ინგლისის ჩემპიონატში უკვე რამდენიმე ტური გადაიდო, ანტონიო კონტეს ტოტენჰემი კი ამ მიზეზით კონფერენს ლიგიდან ავტომატურად გამოვარდა.

წყაროს ინფორმაციით, სალერნიტანას ადგილობრივმა ჯანდაცვის წარმომადგენლებმა უდინეში გაფრენა აუკრძალეს, გუნდის წევრებს განმეორებითი ტესტები ჩაუტარდებათ და თუ ახალი შემთხვევები არ დადასტურდა, მატჩი გეგმის მიხედვით გაიმართება.