Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტაკურტა:“ ამდენი შეცდომა მილანს არ ეპატიება“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ ფიორენტინა – მილანის მატჩზე ისაუბრა.

„მილანმა ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შექმნა და ბევრიც გაიტანა, მაგრამ ისეთ ამბიციურ გუნდს, რომელიც მილანია, ამდენი შეცდომა არ ეპატიება.

„როსონერის კარში გატანილი თითქმის ყველა გოლი ინდივიდუალურ შეცდომებს მოყვა. ვლაჰოვიჩის პირველ გოლში გაბიას უკეთ უნდა ემოქმედა, მაგრამ არც სხვა მცველების განლაგება იყო იდეალური.

„თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვლაჰოვიჩის სახით სერია ა-ს შესანიშნავი ვარსკვლავი ეზრდება, რომელიც იმედია იტალიაში დარჩება.“