Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტაკურტა:“ დონარუმას სიტყვებმა ძალიან გამაკვირვა…“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო ‘ბილი’ კოსტაკურტამ დონარუმას და ჩალჰანოღლუს შესახებ ისაუბრა.

„პსჟ-ში პრეზენტაციის დროს ჯიჯო დონარუმას სიტყვებმა ძალიან გამაკვირვა. ის ყოველთვის პსჟ-ში თამაშზე ოცნებობდა ? ჯიჯო ამას იმიტომ ამბობს, რომ 12 მილიონის გადახდა მხოლოდ პსჟ-ს სურდა. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და ფინანსურად მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს, მაგრამ როგორც კაცი ახლა ის გაცილებით ნაკლებია.

„ჩალჰანოღლუ ? მილანიდან ინტერში გადასვლა 500,000-ს გამო წარმოუდგენელია, მაგრამ მილანის ქომაგებს მისი წასვლა არ სწყენიათ, რადგან გუნდმა დაკარგა ფეხბურთელი, რომელმაც 4 წელიწადში მაღალ დონეზე მხოლოდ 6 თვე ითამაშა.“