Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტაკურტა:“ დონარუმას სიტუაციით ორივე მხარე წაგებული დარჩა“

ჯიჯო დონარუმას სიტუაციაზე კომენტარი კიდევ ერთმა მილანის ლეგენდამ ალესანდრო კოსტაკურტამ გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ დონარუმას სიტუაციით ორივე მხარე წაგებული დარჩა. ძალიან გამიკვირდა, რომ ჯიჯომ თავის ოჯახთან ერთად, რომელსაც მილანი ჰქვია, ევროპაზე თამაშის შანსი ხელიდან გაუშვა. მე ასეთ სიტუაციაში ვიყავი და ვიცი, თუ რამდენად კარგი გრძნობაა, როდესაც შენს საყვარელ გუნდთან ერთად ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე თამაშობ, ამ გრძნობას ვერაფერი შეედრება.

„ის გასულ სეზონში მილანის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და შეეძლო, რომ წლების განმავლობაში ამ დიდი ოჯახის გამორჩეული წევრი ყოფილიყო. მილანს ოჯახს იმიტომ ვუწოდებ, რომ ჩემთვის როსონერი ყოველთვის მეორე ოჯახი იყო.

„სპორტულ თვალსაზრისს რომ თავი დავანებოთ, დონარუმამ, როგორც კაცმა, სანდოობა დაკარგა, რადგან გუნდის ასე დატოვება ლამაზი არასოდეს არის. მესმის, რომ ზოგჯერ ფეხბურთელს ახალი გამოწვევები სურს, მაგრამ მას შეეძლო მილანში რამდენიმე წელი კიდევ დარჩენილიყო, ევროპაში როსონერის მაისურით ეთამაშა, შემდეგ კი გუნდს მისი გაყიდვით გარკვეული სარგებელი ენახა. გასაკვირია, რომ დონარუმამ კლუბი, რომელმაც აღზარდა და ყველაფერი მისცა, ასეთ რთულ სიტუაციაში ჩააგდო…“

გათიშვა