Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტაკურტა:“ ინტერი გამარჯვებას ჰანდანოვიჩს უნდა უმადლოდეს“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ სასუოლო – ინტერის მატჩი შეაფასა.

„სამირ ჰანდანოვიჩმა თავის კრიტიკოსებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ასაკის მიუხედავად მას შესანიშნავი ბურთების მოგერიება ჯერ კიდევ შეუძლია. ვფიქრობ, რომ მსაჯს მისთვის დეფრელთან შეჯახების გამო წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, მაგრამ ეს ეპიზოდი მისი ბრალი არ იყო, ბოგას კი დიდებული ბურთი აუღო და ნერაძურის თამაშში დარჩენის შანსი შეუნარჩუნა.

„დიმარკო ? მას ინტერის ძირითად შეამდგენლობაში თამაში თავისუფლად შეუძლია. ნერაძურის რიგებში მარცხენა ფლანგზე მისნაირი ხარისხიანი ფეხბურთელი ბევრი არ არის.“