Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოსტაკურტა:“ ინტერს ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს“

მილანის ლეგენდარული ფეხბურთელის, ალესანდრო კოსტაკურტას აზრით, ინტერს ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს.

ნერაძურიმ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორი ნათამაშები ფრის შემდეგ მადრიდის რეალთან წააგო და 2 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

„ბენზემას გოლის მომენტში ჰაკიმიზე თამაშის წესები აშკარად დაირღვა. აშრაფს პასი კონტაქტამდე ჰქონდა განზრახული, თუმცა მენდიმ ორივე ხელი ჰკრა და ბალანსი დააკარგვინა.

„რამოსის გოლის მომენტში კი ინტერი ბევრს ვერაფერს იზავდა. სერხიო უმაღლესი დონის მოთამაშეა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, განსაკუთრებით სტანდარტულების დროს. კაზემირომ დე ვრეი კარგად ჩაკეტა, რამაც რამოსს გოლის გატანა გაუადვილა.

„შეუძლია თუ არა ინტერს ჯგუფიდან გასვლა ? ვფიქრობ, რომ დიახ. ჯგუფი საკმაოდ პარადოქსულია, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რეალი და ინტერი  3 ტურის შემდეგ ბოლო ადგილებს გაიყოფდნენ, ამიტომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ინტერს ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დასჭირდება.“