Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტაკურტა:“ იტალიის მინიმუმი მეოთხეფინალია“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ ევროპის ჩემპიონატზე აძურის ამბიციებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ იტალიის ნაკრების მინიმუმი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხეფინალური ეტაპია, შემდეგ კი ყველაფერი წილისყრაზე იქნება დამოკიდებული.

„ჩემი აზრით, ტურნირზე ფავორიტები საფრანგეთი და გერმანია არიან, მაგრამ იტალია უშანსოდ არც ერთ მეტოქის წინააღმდეგ არ იქნება.

„იტალიის ნაკრები ბელგიის დონეზეა, ჩვენზე ოდნავ ქვევით კი ნიდერლანდების ნაკრებია. ინგლისს ფავორიტად არ მივიჩნევ. ფურცელზე მათ საფრანგეთის და პორტუგალიის დონის გუნდი ჰყავთ, თუმცა როგორც წესი, ინგლისის ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელები პრემიერ ლიგის სეზონის შემდეგ გადაღლილები არიან და ნაკრებში საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებენ.“