Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტაკურტა:“ მილანის დაცვას კოორდინაცია აკლია“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ გუნდის დაცვაზე ისაუბრა.

„მილანი ბევრ გოლს უშვებს ? ჩვენ ჯიჯო დონარუმას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან მან ბოლო მატჩებში რამდენიმე წარმოუდგენელი სეივი გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ გუნდის დაცვას ჯერჯერობით ჰარმონია და კოორდინაცია ბოლომდე არ აქვს გამომუშავებული, რასაც დრო სჭირება.

„ტომორიმ კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ რამდენიმე აშკარა შეცდომა დაუშვა, თუმცა ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია.“