Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოსტაკურტა:“ მილანს ბერლუსკონი ენატრება“

მილანის ლეგენდის, ალესანდრო კოსტაკურტას აზრით, მილანს ყოფილი მფლობელი, სილვიო ბერლუსკონი ძალიან აკლია.

„მილანს ბერლუსკონი ძალიან ენატრება. ის Ballon d’Or-ის გამარჯვებულების სიას ჩახედავდა და მათ საყიდლად იმ წამსვე ემზადებოდა. მისი მადლიერი ყოველთვის ვიქნები, მიუხედავად იმისა, რომ მე ის პოლიტიკაში წასვლის გამო გავაკრიტიკე.“

კოსტაკურტას მილანი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი დიავოლოს შესანიშნავი უკანა ხაზი გახლდათ.

„ტასოტი, კოსტაკურტა, ბარეზი, მალდინი… ჩვენ საუკეთესოები არიგო საკის დამსახურებით გავხდით. ის გიჟი იყო, ყველა მომენტში შენგან სრულყოფილ თამაშს ითხოვდა.

„თავიდან ვერ ვხვდებოდით, სულელი იყო თუ გენიოსი. საწყის ეტაპზე მისი ურთულესი ვარჯიშების მიღება რთული იყო, თუმცა შემდეგ მივხვდით, რომ ყველა ის სიამოვნება და გამარჯვება, რასაც მივაღწიეთ, სწორედ ამ ვარჯიშების დამსხურება იყო.“

მილანის წარმატება ფაბიო კაპელოს დროსაც გაგრძელდა.

„ჩემთვის ის მწვრთნელზე მეტი იყო. როდესაც მამა გარდამეცვალა, მან მისი ადგილი დაიკავა და ამის გამო მისი მადლიერი ცხოვრების ბოლომდე დავრჩები.

„მე ცხოვრებაში ბევრ სირთულესთან მომიწია გამკლავება და კაპელოს გარეშე ამას ვერ გავაკეთებდი. ის ძლიერი პიროვნება და არაჩვეულებრივი მოტივატორია.

„კარიერაში 14 Ballon d’Or-ის გამარჯვებულთან ერთად მითამაშია. ვან ბასტენი გუნდში 23 წლის ასაკში მოვიდა და ერთი კოჭითაც კი საოცრებებს შვებოდა და რონალდო, ფენომენი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე რთული რამ იყო კარიერაში.

„ჩვენ კარგადაცვერთობოდით, მალდინი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო და კლუბებშიც დავდიოდით, თუმცა სიგარეტის და ალკოჰოლის გარეშე… იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბევრს სვამდნენ და მეორე დღეს ვარჯიშის დრო საუკეთესო ფორმაში არ იყვნენ, სახელებს ნუ მკითხავთ, მაინც არ გეტყვით.“

კოსტაკურტამ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც გაიხსენა, როდესაც აძურიმ ბრაზილიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

„სავარჯიშო მოედანზე გავედი და ვნახე, რომ რობერტო ბაჯო ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობდა და იმ წამს მივხვდი, რომ ჩვენ შანსი არ გვქონდა.“