Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტაკურტა:“ მილანს ლივერპულის დამარცხება შეუძლია“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბილი კოსტაკურტამ ლივერპულთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„მილანის ატლეტიკოში გამარჯვებამ მოულოდნელი კარები გაგვიღო, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ვფიქრობ, რომ ლივერპულის წინააღმდეგ თამაში ისე, რომ სერია ა-ს ცხრილის სათავეში ვართ, გუნდს მენტალურად ძალიან წარადგება.

„კლოპის გუნდს ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი განაღდებული აქვს, პრემიერ ლიგაში კი ყველაფერი ძალიან მჭიდროდ არის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ლივერპული გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს და მილანმა ეს უნდა გამოიყენოს, როსონერის მათი დამარცხება შეუძლია და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მეორე მატჩში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.“