Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტაკურტა:“ მსაჯმა მილანს უმნიშნელოვანესი ქულები წაართვა“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბილი კოსტაკურტამ ატლეტიკოსთან მატჩზე ისაუბრა.

„ისეთ რთულ ჯგუფში, რომელშიც ლივერპული დიდი ალბათობით ყველა მატჩს მოიგებს, მილანი, ატლეტიკო და პორტუ ერთმანეთს ქულების გამო ბოლო ტურამდე დაჭამენ.

„ატლეტიკოსთან ქულის აღება პოზიტიური შედეგი იქნებოდა და სამწუხაროა, რომ ისეთი შეცდომების გამო, რომელიც მილანის ბრალი არ იყო, გუნდმა უმნიშნელოვანესი ქულები დაკარგა.

„მე არ მესმის, თუ რატომ არ გადახედა VAR-მა პენალტის ეპიზოდი, ეს შესაძლოა ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტი მომენტიც კი გამოდგეს, მაგრამ ბიჭებმა ნაჩვენები თამაშით უნდა იამაყონ და მომდევნო შეხვედრებისთვის მომზადებას შეუდგნენ.“