კოსტაკურტა:“ ნიკოლო მილანს კარგად მოერგებოდა, მაგრამ რომა ძანიოლოს სანაცვლოდ ზედმეტად დიდ თანხას ითხოვს“
ლეგენდარული ფეხბურთელის ალესანდრო კოსტაკურტას აზრით, რომას მიერ მოთხოვნილი თანხა ნიკოლო ძანიოლოს სანაცვლოდ ზედმეტად დიდია.
ჯალოროსი 23 წლის ფეხბურთელის გაყიდვას 30-35 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს, რისი გადახდაც მილანს არ შეუძლია.
„ვფიქრობ, რომ ნიკოლო მილანს კარგად მოერგებოდა და ის სტეფანო პიოლის გუნდს დახმარებას გაუწევდა, მაგრამ ტექნიკური ასპექტიდან თუ ვიმსჯელებთ, რომას მიერ მოთხოვნილი თანხა ზედმეტად მაღალია.
„მას პოტენციალი ნამდვილად აქვს, მაგრამ ის მიმდინარე სეზონში მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებს და არც ფეხბურთელის ტრავმების ისტორიის დავიწყება შეიძლება.“