Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტაკურტა:“ პაპუ გომესი კონტეს ინტერისთვის იდეალური შევსება იქნებოდა“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ინტერს ატალანტას კაპიტნის, პაპუ გომესის გაფორმება ურჩია.

გომესს გასპერინისთან კონფლიქტი მოუვიდა და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 32 წლის არგენტინელი ბერგამოს იანვარში დატოვებს. მის სანაცვლოდ ატალანტა 10 მილიონ ევროს ითხოვს.

„ჩემი აზრით, კონტეს სქემაში პაპუ გომესი იდეალურად ჩაჯდებოდა. გალიარდინის შესანიშნავი სეზონი აქვს, თუმცა როდესაც სენსი დაბრუნდება, ის ძირითად შემადგენლობაში ჩაჯდება და გუნდს უფრო მეტ ხარისხს შესძენს.

„პაპუ კი ნერაძურის საერთო დონეს კიდევ უფრო აამაღლებს, ის დიდებული ფეხბურთელია, რომელმაც იტალიური ფეხბურთი ზედმიწევნით კარგად იცის და 3-მცველიან სქემას უკვე მიჩვეულია.“

გომესმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.