Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტაკურტა:“ პირლო ჯადოქარი არ არის, მას დრო სჭირდება“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო ‘ბილი’ კოსტაკურტამ იუვენტუსის ნაპოლისთან მარცხზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„გამიკვირდა თუ არა ნაპოლის გამარჯვება ? არა, რადგან ნაპოლი თითქმის ყველა მატჩში დომინირებს და ძალიან კარგ სტატისტიკას დებს. ისინი თითოეულ მატჩში უამრავ საგოლე მომენტს ქმნიან და მეტოქეებს ნაკლებ შანსს აძლევენ, ამიტომ იუვესთან გამარჯვება გასაკვირი სულაც არ იყო.

„რა თქმა უნდა, იუვენტუსმა ეს მატჩი ჩააგდო, თუმცა ასეთი რამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ბერარდესკიმ კი კიდევ ერთი კოშმარული შეხვედრა ჩაატარა. მე ფედერიკო ყოველთვის მომწონდა, თუმცა მისი ნეგატიური შედეგები უკვე აშკარად ჩანს. ასევე ნაპოლისთან ვერც რაბიო – მორატას დუეტმა ითამაშა ისე, როგორც ამას პირლო ელოდებოდა.

„იუვეს შანსები ჩემპიონთა ლიგაზე ? ჩემი აზრით, ანდრეა პირლო ბოლომდე ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ არის და ის კვლავ ექსპერიმენტების პროცესშია. ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე იუვეს მეტოქეები სრულიად განსხვავებული დონის გუნდები იქნებიან, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იუვენტუსს ჯერ თავისი მაქსიმუმი არ უჩვენებია და ამ გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

„ანდრეა პირლო ჯადოხარი არ არის, მას არ შეუძლია, რომ 6 თვეში მსოფლიო დაიბყროს. იუვენტუსი ჯერ მანჩესტერ სიტის და ბაიერნის დონეზე არ არის. ეს გუნდები თავიანთ პროექტს უკვე მე-3 მე-4 წელია ახორციელებენ და იუვეს მათ დასაწევად გარკვეული დრო დასჭირდება.

„რონალდუ ? მას ლიმიტი არ გააჩნია. ის იუვენტუსის ფუნდამენტალური ფეხბურთელია, რომელიც თითოეული ფეხბურთელის თავდაჯერებულობას და შრომისმოყვარეობას ზრდის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიანკონერი რონალდუსთვის არ თამაშობს, იუვე რონალდუსთან ერთად თამაშობს და ეს ძალიან კარგია.“