Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტაკურტა:“ როგორ შეუძლია ვინმემ თქვას, რომ რონალდუს ტრანსფერი შეცდომა იყო ?“

იუვენტუსის ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ არაერთმა კრიტიკოსმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს გაფორმება იუვენტუსისთვის შეცდომა იყო, თუმცა ალესანდრო კოსტაკურტა მათ კატეგორიულად არ დაეთანხმა.

„ჩემი აზრით, იუვენტუსი ამ ტრანსფერს კვლავ განახორციელებდა, რადგან ეს დიდებული გადაწყვეტილება იყო.

„მართალია, რომ იუვენტუსში რაღაც არ მუშაობს, რადგან როდესაც ზედიზედ 2-ჯერ ლიგას მეორე რაუნდიდან გამოეთიშები, გუნდში რაღაც არ მუშაობს, მაგრამ რონალდუს ტრანსფერი იუვენტუსში კვლავ სენსაციურად რჩება.

„შესანიშნავ შედეგებთან ერთად, იუვენტუსი, როგორც ბრენდი, ბევრად განვითარდა.

„ბოლო 3 წელი იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას არც თუ ისე კარგად ამთავრებს, რაც სამივე შემთხვევაში ნახევარდაცვის ბრალია, თუმცა ყველაზე ძალიან ის მიკვირს, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მოტივაციის და მონდომების გარეშე ხვდება.

„კიეზა ? ის დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც მთელი გუნდის დამუხტვა შეუძლია. გაგვიმართლა, რომ იტალიის ნაკრებს მისნაირი ფეხბურთელი ჰყავს.“