Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოსტიჩის ლაციოში ტრანსფერი ელემენტარული შეცდომის გამო ჩაიშალა…

გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლაციოს აინტრახტის ფილიპ კოსტიჩს აქტიურად უკავშირებდნენ და როგორც ჩანს, მისი არწივებში ტრანსფერი საკმაოდ კომიკური შეცდომის გამო ჩაიშალა.

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორმაციით, ლაციომ აინტრახტს ოფიციალური წინადადება სხვა მეილზე გაგზავნა, რის გამოც გერმანელებმა წინადადება არ ვერ მიიღეს და შესაბამისად მოლაპარაკებებში წინსვლა ვერ მოხერხდა.

როგორც ჩანს, ლაციოს წარმომადგენლებმა მეილის დაწერის დროს Frankfurt-ის ნაცვლად Franfut-ი დაწერეს.

ამ თემაზე კომენტარი ლაციოს სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ გააკეთა

„ამ თემაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. ჩვენ კოსტიჩი გვსურდა, მაგრამ ახლა ეს წარსულია და ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ.“