Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოუტინიო იუვენტუსსაც მოუნდა

ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერით, რომლის ბარსელონადან წასვლაც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაწყვეტილია და რომლის სახელიც მილანს და ინტერს უკვე დაუკავშირეს, იუვენტუსსაც დაუკავშირეს.

ესპანური გამოცემა Diario AS-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის ბრაზილიელი ფეხბურთელი 1-წლიანი იჯარით გაიფორმოს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, მაგრამ მთავარი დაბრკოლება ფეხბურთელის ხელფასია, რომელიც ბლაუგრანას რიგებში სეზონში 8.5 მილიონ ევროს იღებს და ამ თანხის გადახდას ტურინელები არ აპირებენ.

ჯერჯერობით იუვენტუსი ლოკატელის ტრანსფერზეა გადართული, რომელსაც სავარაუდოდ მომდევნო კვირის ბოლომდე დახურავს და კოუტინიოს სახელს ბიანკონერის მიმართებაში მომდევნო თვეებში არაერთხელ გავიგებთ…