Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოუტინიო მილანის რადარზე…

ესპანური გამოცემა DonBalon-ის ინფორმაციით, ლიონელ მესიმ ბარსელონას ხელმძღვანელობას ფელიპე კოუტინიოს გაყიდვა და მიღებული თანხით გუნდის გაძლიერება მოსთხოვა, რაც მილანისთვის ფეხბურთელის გაფორმების კარგი შანსია.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ბარსელონაში ლივერპულიდან 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა ტრავმების და ფორმის ნაკლებობის გამო პოტენციალის გამოვლენა ვერ მოახერხა და წყაროს მტკიცებით, კატალონიელები ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ გაყიდიან.

კოუტინიოს ტრანსფერით მილანის გარდა ტოტენჰემი, არსენალი და მანჩესტერი ინტერესდებიან. როსონერისთვის მთავარი დაბრკოლება ფეხბურთელის ხელფასი იქნება. ის ბარსელონაში კვირაში ხელფასის სახით 250,000 ევროს იღებს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, რასთანაც გუნდი ძალიან ახლოს არის, ეს ტრანსფერი უფრო რეალური გახდება…