Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოშტამ მანჩესტერ იუნაიტედი უარით გაისტუმრა

ვულვზის შემდეგ, დუგლას კოშტამ უარი მანჩესტერ იუნაიტედსაც უთხრა და იმედი აქვს, რომ თავისი კარგი თამაშით ანდრეა პირლოს აზრის შეცვლას და იუვეში დარჩენას მოახერხებს.

იუვე ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვას მთელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა როგორც ჩანს, კოშტა იუვეში დარჩება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი გუშინ იუვეს დაუკავშირდა და ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებების წამოწყება სცადა, თუმცა კოშტამ ეს წინადადებაც დაბლოკა.