Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოშტას აგენტი:“ არ მგონია, რომ დუგლასი ბაიერნში დარჩეს“

დუგლას კოშტას აგენტმა, რომელიც იუვენტუსის საკუთრებაში იმყოფება და იჯარის წესით ბაიერნში თამაშობს, ფეხბურთელის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

„დარჩება თუ არა ის ბაიერნში ? სამწუხაროდ დუგლასს ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა. არ მგონია, რომ გერმანელებმა ის გამოისყიდონ, დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს კოშტა იუვეში დაბრუნდება.“

30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.