Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოშტას ბრაზილიაში ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია

რომეო აგრესტის ინფორმაციით, რომელიც დუგლას კოშტამ სოციალურ ქსელში გავრცელებული სურათითაც დაადასტურა, ბრაზილიელი ფეხბურთელის გრემიოში ტრანსფერი უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში გაოფიციალურდება.

გრემიოს ვიცე-პრეზიდენტმა გუშინ დაადასტურა, რომ გუნდმა დუგლას კოშტასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და მოლაპარაკებებს იუვენტუსთან აწარმოებდა.

ჯერჯერობით სატრანსფერო ღირებულება არ სახელდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გრემიოს იუვენტუსის მოთხოვნილი 10 მილიონი ევრო გადაეხადა.