Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოშტას ვულვზში გადასვლა არ სურს

იუვენტუსს დუგლას კოშტას გასხვისება სურს და მისი აგენტი ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ახალ გუნდს უკვე ეძებს.

ჟორჟე მენდეშმა კოშტას გაფორმება ვულვზს შესთავაზა და ფეხბურთელის დამატების წინააღმდეგი არც ინგლისური კლუბია, თუმცა SportItalia-ს ინფორმაციით, კოშტას ვულვერჰემპტონში გადასვლა არ სურს და სხვა წინადადებებს ელოდება.

კოშტას სახელი მანჩესტერ იუნაიტედსაც დაუკავშირეს, თუმცა წითელ ეშმაკებს ჯერჯერობით იუვესთვის წინადადებით არ მიუმართავთ.