Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოშტას მსურველები მოუმრავლდა

იუვენტუსის გარემარბის, დუგლას კოშტას შეძენის სუსრვილი ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან გამოთქვეს.

29 წლის ფეხბურთელი ბიანკონერის რიგებში 2017 წლიდან ირიცხება, თუმცა ამ დროის განმავლობაში ტრავმების გამო მხოლოდ 101 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლის გატანა მოახერხა. ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, ფეხბურთელმა წინადადებები ჩინეთის სუპერ ლიგიდან და არაბთა ლიგიდან მიიღო, თუმცა მისი პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

კოშტას გაფორმება მანჩესტერ იუნაიტედსც სურს, თუმცა ჯერჯერობით წითელ ეშმაკებს ტურინელებისთვის კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, პირლო 3 – 5 – 2 ფორმაციით გეგმავს თამაშს და დუგლასის ადგილი გუნდში აღარ არის…

Leave a Reply

Your email address will not be published.