Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოშტა დრაქსლერის სანაცვლოდ ?

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა პსჟ-ს იულიან დრაქსლერის სანაცვლოდ დუგლას კოშტა შესთავაზა.

ტურინელები კოშტას მოშორებას გასული სეზონის ბოლოდან ცდილობენ, თუმცა მისი ასაკის და ხშირი ტრავმების გათვალისწინებით, ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ტურინელებს არც ერთი წინადადება არ მიუღიათ.

გუნდიდან დრაქსლერის გაშვების წინააღმდეგი არც პსჟ არ არის. გერმანელ ფეხბურთელს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება და პსჟ ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

დრაქსლერი იუვენტუსში გადასვლასთან ჯერ კიდევ 2017 წელს იყო, როდესაც ის ვოლფსბურგის ღირსებას იცავდა, თუმცა ფეხბურთელმა ფრანგული კლუბი აირჩია.