Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კრესპო:“ ლუკაკუს გაყიდვის შემდეგ, ინტერს ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწევს…“

ინტერის ყოფილმა ფორვარდმა ერნან კრესპომ ინტერის ხელმძღვანელობა ლუკაკუს გაყიდვის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბელგიელი ფორვარდის გარეშე ნერაძურის გუნდის შენება ახლიდან მოუწევს.

„ინტერი რომელუ ლუკაკუს სათანადოდ შეცვლას ვერ მოახერხებს, რადგან დღეისობით მისი დონის ფორვარდი მსოფლიოში რამდენიმეა და თუ ნერაძური კილიან მბაპეს არ უმიზნებს, რაც ალბათ წარმოუდგენელია, გუნდის ხარისხი აშკარად შემცირდება.

„ნერაძურიმ გასულ სეზონში სერია ა-ში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ვფიქრობდი, რომ ამ სეზონში მათ კიდევ უფრო დიდი წარმატებები ელოდებოდათ, მაგრამ ლუკაკუს გაყიდვა ძალიან დიდი რეგრესია და გუნდს ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწევს.

„ინტერი ნამდვილი საომარი მანქანა იყო, მაგრამ ჰაკიმის, კონტეს და ახლა ლუკაკუს გარეშე, მათი საერთო ძალა მნიშვნელოვნად შემცირდა. სიმონე ინძაგის წინ ძალიან რთული სეზონი ელოდება, რადგან კონტეს დანატოვარის შემდეგ მისგან ყველა გამარჯვებას მოითხოვს.

„სკუდეტო ? ვფიქრობ, რომ იუვენტუსი ფავორიტია. მათ აქვთ რაღაც, რითიც სხვები ვერ დაიკვეხნიან. კრიშტიანუ რონალდუ მომდევნო სეზონში მოტივირებული იქნება და ვფიქრობ, რომ ტურინელები კიდევ ერთ სკუდეტოს გაიფორმებენ.“