Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კრესპო:“ მენიო ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა გახდა“

მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა ერნან კრესპომ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში როსონერის შანსები შეაფასა და მაიკ მენიოზე ისაუბრა.

„მილანის პროგრესი გასული 2 წლის განმავლობაში უბრალოდ წარმოუდგენელია. გუნდს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა ორგანიზება ეტყობა და იგრძნობა, რომ საქმეს პროფესიონალები აკეთებენ.

„ვფიქრობ, რომ როსონერი მიმდინარე სეზონში სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს და იმედი მაქვს, რომ გასული წლის მსგავსად მათ ამაში ტრავმები ხელს არ შეუშლის.

„არ შეიძლება არ აღინიშნოს მაიკ მენიოს თამაში, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ახალ ქვეყანაში და ჩემპიონატში გადასვლა მარტივი არ არის, თუმცა ის პირველივე ტურიდან მაქსიმალურად კონცენტრირებული და მოტივირებულია. ფრანგმა მე სასიამოვნოდ გამაკვირვა.“