Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კრესპო:“ მიეცით დრო პირლოს“

ლეგენდარულმა ერნან კრესპომ რონალდუ – მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პირლოს დრო სჭირდება.

„პირლოს გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ის შესანიშნავი პიროვნებაა და როგორც ყველა კარგ ადამიანს, მასაც წარმატებებს ვუსურვებ.

„ჩვენ ერთად ვთამაშობდით და ბევრი კარგი მომენტი გამოვიარეთ. ის ჯერ ახალბედა მწვრთნელია, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ ცოტა დროს მივცემთ თავის კლასს ყველას დაუმტკიცებს.

„დიბალა ? მისი ნიჭი ცოტა ხანში კვლავ იკაშკაშებს. მან უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივი მოთამაშეა და არ მგონია, რომ პირლოსთან რამე პრობლემა შეექმნას.

„ლაუტარო ? ძალიან გამიხარდა, რომ ის ინტერში დარჩა. იკარდის წასვლის შემდეგ მას შანსი მიეცა, რომელიც მარტინესმა შესანიშნავად გამოიყენა და თავისი შესაძლებლობები აჩვენა.

„ძანეტი და მილიტო მის შესახებ ძალიან დადებითად საუბრობენ. ის უკვე არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, თუმცა განვითარება ჯერ კიდევ შეუძლია.

„იუვე – ბარსა ? ამ მატჩს მოუთმენლად ველოდები, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ რონალდუს მესის წინ არასოდეს დავაყენებდი.“