Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კრესპო:“ მილანი რელიგიას ჰგავს”

ლეგენდარულმა ერნან კრესმპომ, რომელიც ლაციოს, ინტერის და მილანის ღირსებას იცავდა და 19-წლიანი კარიერის განმავლობაში 300 გოლზე მეტი აქვს გატანილი, მილანი რელიგიას შეადარა.

„მილანი რელიგიას ჰგავს. ის თითოეული გულშემატკივრისგან და ფეხბურთელისგან გუნდის მიმართ მაქსიმალურ რწმენას და ერთგულებას მოითხოვს.

„როდესაც მილანი თამაშობს, მე ტელევიზორს ვრთავ და არ მსურს, რომ რაიმემ ვინმემ თამაშის ყურებისას ხელი შემიშალოს. იმ მომენტში მთელი მსოფლიო ჩუმდება.

„პიოლის დიდ პატივს ვცემ და მისი გუნდი ძალიან მომწონს. მან დიავოლოს იდენტობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი დაუბრუნდა.

„ჩემთვის მილანი ახლა ძალიან დაბალანსებულ გუნდად გამოიყურება, რომელშიც ძალიან დიდი ენთუზიაზმი სუფევს. იბრაჰიმოვიჩი ? ის უდიდესი ფეხბურთელია, რომელსაც 3-4 მცველი ეთამაშება და გუნდის სხვა წევრებს თავისუფალ ზონებს უქმნის.

„პიოლიმ ახალგაზრდა და გამოცდილ მოთამაშეებს შორის სწორი ბალანსი შექმნა და გუნდში ხარისხი და კლასი აშკარად იგრძნობა. დღევანდელი მილანი ძალიან მომწონს.“