Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კრესპო:“ მილანის პროექტი ძალიან მომწონს“

მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა ერნან კრესპომ Gazzetta Sportiva-სთან მილანის შესახებ ისაუბრა.

„როსონერის პროექტი ძალიან მომწონს. გუნდს შემადგენლობაში ძალიან ბევრი ნიჭიერი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ, მათი ენთუზიაზმი კი ტელევიზორიდანაც კი იგრძნობა.

„სტეფანო პიოლიმ ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების კარგი ნაზავი შექმნა, სადაც ყველა საბრძოლველად არის მომართული და თითოეულ მათგანს ძლიერი მენტალობა ეტყობა.

„საბედნიეროდ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, სადაც გუნდის ადგილია და ევროპის უმაღლეს დონეზე თამაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარებაში ძალიან დაეხმარება. იმედია როსონერი განვითარებას გააგრძელებს და ტიტულებისთვის ბრძოლაში ჩაერთვება, რადგან მილანი სწორედ ამისთვის არის შექმნილი.“