Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კრესპო:“ მილანმა ლივერპულზე შური უნდა იძიოს“

მილანის ყოფილი ფორვარდის ერნან კრესპოს თქმით, როსონერის სკუდეტოს მოგება შეუძლია და იმედი აქვს, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულის წინააღმდეგ შურს იძიებენ.

„მილანი სკუდეტოსთვის მზად არის. შესაძლოა ისინი ფავორიტები არ არინ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობა საკმაოდ გააძლიერეს. ეს ძალიან ჭკვიანური სატრანსფერო ფანჯარა იყო, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ჩემმა მეგობარმა პაოლომ ფეხბურთი შესანიშნავად იცის.

„იუვენტუსი და ინტერი ფავორიტები არიან, მაგრამ მილანს მათთან ჭიდილი ნამდვილად შეუძლია. მათ უკვე დიდი ხანია, არაფერი მოუგიათ და დროა გაგვაკვირვონ. ის ენთუზიაზმი, არც გუნდს ყველა მატჩში ეტყობა, შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.“

კრესპომ მილანს 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო შურისძიებისკენ მოუწოდა, რომელშიც როსონერი 3 – 0 იმარჯვებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში თასი ინგლისელებს დარჩათ.

„ის ფინალი ჩემთვის კვლავ გაუგებარ მატჩად რჩება. ლივერპული – მილანი ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩია, რომელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

„მართალია მილანმა ლივერპული 2007 წელს დაამარცხა, მაგრამ იმედი მაქვს პიოლის ბიჭები ამას ენფილდზეც მოახერხებენ და ყველას დაანახებენ, ვინ არის მილანი!“