Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კრესპო:“ მილანში დარჩენა ჩემი ოცნება იყო“

მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა ერნან კრესპომ როსონერიშ იგატარებული პერიოდი გაიხსენა.

კრესპო მილანში 2004-05 წლების სეზონში გადაბარგდა და როსონერის მაისურით 10 გოლი გაიტანა, მათ შორის დუბლი 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულის წინააღმდეგ.

„ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება ისეთი დიდი კლუბის რიგებში თამაშია, როგორიც მილანია. როდესაც შენ ასეთი მძიმე მაისურის მორგებას აპირებ, მზად უნდა იყო. ჩემთვის ყველაფერი კარგად წავიდა.

„მე გამიმართლა და კარლო ანჩელოტისთან ერთად მუშაობა ორჯერ მომიწია. პირველად პარმაში, სადაც მან ბევრი რამ მასწავლა, შემდეგ კი მილანში, სადაც შევეცადე, რომ მისთვის დახმარებისთვის მადლობა გადამეხადა.

„რატომ გადაწყვიტა მილანმა ჩემი გაშვება ? ეს ფეხბურთია. მენეჯმენტმა მილანი 26 წელი უმაღლეს დონეზე შეინარჩუნა და იმის თქმა, რომ მათ შეცდომა დაუშვეს, სწორი არ იქნება. მე მილანიდან წასვლა ძალიან მეწყინა, რადგან ვან ბასტენის დანახვის შემდეგ როსონერის მაისურით თამაშზე ვოცნებობდი და იმ ლეგენდარული ფინალის შემდეგ რევანშის სურვილი მქონდა, თუმცა ახლა იემდი მაქვს, რომ მწვრთნელის რანგში გარკვეულ სურვილს დავიკმაყოფილებ.

„დღევანდელი მატჩი მანჩესტერის წინააღმდეგ ? მილანის თამაში ვერონას წინააღმდეგ ძალიან მომეწონა. გუნდი ძალიან დიდი დანაკლისით თამაშობდა, თუმცა მათ გამარჯვება მაინც მოახერხეს, რაც მარტივი არ არის. პიოლიმ მოახერხა, რომ გუნდის დონე შეენარჩუნებინა.

„ოლდ ტრაფორდზე თამაში მარტივი არასოდეს არ არის, თუმცა გუნდის ხარისხი სწორედ ასეთ მატჩებში იზრდება. ტეოს, რომელიც ევროპაში საუკეთესო მარცხენა მცველია, ჩალჰანოღლუს და რებიჩის გარეშე მარტივი არ იქნება, მაგრამ მილანი ევროპაშია, ეს მისი სახლია და აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს.

„რა მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს დღევანდელმა მილანმა ? ეს პიოლიმ და მალდინიმ უკეთ იციან. შენ ფეხბურთელების თვალებში ხედავ, არის თუ არა იქ ცეცხლი, რომელიც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში აუცილებელია. მე მსურს, რომ მილანი მწვერვალზე დაბრუნდეს და მათ ჩემპიონთა ლიგაზე იბრძოლონ.

„მე არ მომწონს, როდესაც მილანი მე-6 მე-7 ადგილზეა, ეს გუნდი ამ პოზიციისთვის შექმნილი არ არის და ეს ყველამ უნდა იცოდეს.“