Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კრისტალ პალასის მწვრთნელმა რემსის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

იუვენტუსის ნახევარმცველის აარონ რემსის ტურინიდან წასვლა დროის საკითხია და დიდი ალბათობით 31 წლის ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დაბრუნდება.

უელსელ ნახევარმცველს ბოლო კვირეებში არაერთი ინგლისური გუნდი დაუკავშირეს, ერთ-ერთი მათგანი კი კრისტალ პალასი გახლავთ.

პატრიკ ვიეირამ, რომელიც ინგლისური გუნდის მწვრთნელია, ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ აარონ რემსის კლასი და გამოცდილება პრემიერ ლიგის ნებისმიერ გუნდს ძალიან გააძლიერებს. მე რემსი ძალიან მომწონს, მას დიდებული შესაძლებლობები აქვს.“