Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კრისტალ პალასმა იუვენტუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

იუვენტუსი აარონ რემსის მსურველების ძიებას განაგრძობს და როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად მისი ტრანსფერით კრისტალ პალასი ინტერესდება.

ცოტა ხნის წინ ფეხბურთელის შესახებ კრისტალ პალასის თავკაცმა პატრიკ ვიეირამ ისაუბრა (იხილეთ აქ), ახლა კი ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

წყაროს ცნობით, რემსის ისეთ გუნდში თამაში სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, მაგრამ ვიეირა მის დარწმუნებას ცდილობს და იმედი აქვს, რომ უახლოეს დღეებში უელსელი ინგლისში დაბრუნებას გადაწყვეტს.