Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ინტერის და დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, რომელმაც ფინეთთან მატჩის მსვლელობისას გულის შეტევა ჰქონდა და ექიმების ჩარევა დასჭირდა, საბედნიეროდ გადარჩა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

29 წლის ფეხბურთელი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ჯერჯერობით მისი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ხმაურდება, მის შესახებ სიახლეებს გავრცელებისთანავე მოგაწვდით.