Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კრისტიან ერიქსენს გულის გაჩერებამდე Covid-19-ს ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონია

კრისტიან ერიქსენის ინციდენტის შემდეგ, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გული გაუჩერდა, სოციალურ ქსელებში ანტივაქსერული პროპაგანდა კვლავ გააქტიურდა და ვრცელდებოდა ინფორამცია, რომ ინტერის ნახევარმცველს ევროპის ჩემპიონატის სტარტზე კორონა ვირუსის ვაქცინა გაუკეთდა და გულის გაჩერებაც სწორედ ამან გამოიწვია.

თუმცა, ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ 29 წლის ნახევარმცველს კორონა ვირუსის ვაქცინის არც ერთი დოზა არ აქვს გაკეთებული, აღნიშნული ინფორმაცია შემდეგ დანიის სამედიცინო შტაბმაც დაადასტურა.

ერიქსენი თავს უკეთესად გრძნობს, თუმცა ის საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, რადგან გულის გაჩერების მიზეზი ჯერჯერობით კვლავ უცნობია.