Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა

მესი და რონალდუ უკვე დიდი ხანია ფეხბურთის მოყვარულებში განხილვის საგანია,თუმცა პორტუგალიელმა არგენტინელს ერთ ასპექტში აშკარად აჯობა.

გასულ წელს კრიშტიანუ რონალდუმ 95 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო,რითიც ფეხბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა,ვინც 1 მილიარდი გამოიმუშავა.მან ამ ყველაფერს 17-წლიან კარიერაში მიაღწია.

რონალდუ,რომელსაც კარიერის განმავლობაში 725 გოლი აქვს გატანილი,გახდა მესამე ათლეტი,ვინც სპორტული კარიერის დასრულებამდე მოახერხა მილიარდიანი ნიშნულის გადალახვა.მის გარდა ასეთები ტაიგერ ვუდსი და ფლოიდ მეივეზერი იყვნენ,თუმცა რონალდუმ ეს ყველაფერი გუნდურ სპორტში მოახერხა.