Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კრიშტიანუ რონალდუს სტატისტიკა მწვრთნელების მიხედვით

ასაკის მიუხედავად, კრიშტიანუ რონალდუ დიდებულ თამაშს განაგრძობს და რეკორდს რეკორდზე ამყარებს.

ლეგენდარული პორტუგალიელის ანგარიშზე 756 კარიერული გოლი და 222 საგოლე გადაცემაა. მან პროფესიონალური კარიერის განმავლობაში 31 ტიტულის მოგება მოახერხა.

საერთო ჯამში, პირადი ჯილდოების და საბავშვო ტიტულების და მედლების გათვალისწინებით, კრიშტიანუ რონალდუს 300-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული.

წლების განმავლობაში, რონალდუს ძალიან ბევრი მწვრთნელი ჰყავდა, თუმცა პორტუგალიელი ყოველთვის ახერხებდა, რომ მაქსიმალურად პროდუქტიული ყოფილიყო და გუნდს დახმარებოდა.