Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კრიშტიანუ რონალდუს ყველა დროის საუკეთესო მეგოლის წოდებამდე ერთი გოლი აშორებს…

გუშინ იუვენტუსმა უდინეზე დაამარცხა და კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთი დიდებული მატჩი ჩაატარა.

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ეს გოლები მისთვის კარიერულად 757 და 758-ე აღმოჩნდა, რითიც მან ლეგენდარული პელეს რეკორდი გააუმჯობესა.

პელემ თავისი 757 გოლი სანტოსის, ნიუ იორკ კოსმოსის და ბრაზილიის ნაკრების რიგებში, 1956 – 1977 წლებში გაიტანა, თუმცა ახლა ლეგენდარული ბრაზილიელი ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილს იკავებს.

რონალდუ ყველა დროის საუკეთესო მეგოლეს, იოზეფ ბიკანს 1 გოლით ჩამორჩება და მას ამ რეკორდთან გათანაბრების ან გაუმჯობესების საშუალება ოთხშაბათს, მილანთან მატჩში ექნება, რომელიც ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

რონალდუმ საკლუბო კარიერის განმავლობაში 656 გოლის გატანა მოახერხა, რომელთა უმრავლესობა მადრიდის რეალში თამაშის დროს გაიტანა. მის ანგარიშზე 438 მატჩში 450 გოლია.

ამის გარდა, ლეგენდარულმა პორტუგალიელმა პორტუგალიის ნაკრებში 120 მატჩში 102 გოლის გატანა შეძლო და საკუთარ ქვეყანას ევროპის ჩემპიონების ტიტული მოაპოვებინა.

ამ მაჩვენებლით, კრიშტიანუ რონალდუ თავისი 18-წლიანი სანაკრებო და საკლუბო კარიერის განმავლობაში სეზონში საშუალოდ წარმოუდგენელ 42 გოლს იტანს.