Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კრიშტიანუ რონალდუ 21 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

კრიშტიანუ რონალდუმ ლეო მესი და მოჰამედ სალაჰი დაამარცხა და Globe Soccer Award-ის ჯილდო მიიღო, როგორც 21 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი.

„ისეთ დიდ ჩემპიონებთან ყოფნა, როგორიც ლევანდოვსკი, პიკე და კასილასია, შესანიშნავი გრძნობაა.

„იკერი ყველასთვის უდიდესი მაგალითი. მისმა პრობლემებმა ყველას დაგვანახა, რომ ის, რაც გვაქვს, მეტად უნდა დავაფასოთ. მე ვარ 36 წლის, თუმცა ფეხბურთი, ჩემი ცხოვრება და ჩემი ოჯახი ისევ მიყვარს.

„ეს ჯილდო მე მოტივაციას მმატებს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება დიდი პატივია. იმედი მაქვს, რომ პანდემია მომავალი სეზონისთვის დასრულდება და აქ ყოფნას მეტი ადამიანი მოახერხებს. მადლობა ამ ჯილდოსთვის, მე ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, რომ ამ დონეზე თამაშს მომდევნო წლების განმავლობაში გავაგრძელებ.“ განაცხადა რონალდუმ ჯილდოს მიღების შემდეგ.

წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო  ბაიერნის ჰანს-დიტერ ფლიკს ერგო, რობერტ ლევანდოვსკი 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მადრიდის რეალს 21 წაუკუნის საუკეთესო გუნდის წოდება მიენიჭა, 2020 წლის საუკეთესო გუნდი ბაიერნი გახდა, ჟორჟე მენდეში 21 საუკუნის საუკეთესო აგენტი გახდა.