Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კრიშტიანუ რონალდუ Golden Foot Award-ის გამარჯვებული გახდა

კრიშტიანუ რონალდუმ ლეო მესის, რობერტ ლევანდოვსკის, მოჰამედ სალაჰს აჯობა და ‘ოქროს ფეხის’ მე-18 ჯილდოს მფლობელი გახდა.

ტიტულის გამარჯვებულს ყოველ წელს 10-კაციანი ფეხბურთელთა სია წყვეტს, რომელიც წლიდან წლამდე იცვლება.

იუვენტუსის ვარსკვლავის კონკურენტები მესი, ლევანდოვსკი, კიელინი, ნეიმარი, აგუერო, რამოსი, პიკე, სალაჰი და არტურო ვიდალი იყვნენ.

ტურინელებისთვის ეს მეორე ჯილდოა, რადგან Golden Foot Prestige-ს გამარჯვებული გუნდის პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი გახდა, რომელიც საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა აირჩიეს.