Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კროტონეს სპორტულმა დირექტორმა მესიასის მილანში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბოლო დღეებში მილანს კროტონეს 30 წლის შემტევი ნახევარმცველი ჟუნიორ მესიასი არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა თუ მალდინი-მასარას მისი გაფორმება სურდათ, Elliott-მა ეს ტრანსფერი დაბლოკა, რადგან ფეხბურთელი როსონერის პროექტში ასაკის გამო არ ჯდებოდა.

ამ საკითხზე კომენტარი კროტონეს სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე ურსინომ გააკეთა.

„მილანმა მესიასის ტრანსფერზე მართლაც მოგვმართა, მაგრამ ჩვენს შორის მოლაპარაკებები სერიოზულ დონეზე არასოდეს ყოფილა, მათ მის შესახებ მხოლოდ ინფორმაცია გამოითხოვეს.“