Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კრუნიჩის გერმანიაში ტრანსფერი ჩაიშალა

რადე კრუნიჩისთვის გასული სეზონი მილანის შემადგენლობაში არც თუ ისე წარმატებული იყო და მისი მილანიდან შესაძლო წასვლის შესახებ ბევრი იწერებოდა. 26 წლის ფეხბურთელის გაფორმება ფრაიბურგს სურდა და მზად იყო, მის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაეხადა.

თუმცა, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სტეფანო პიოლის კრუნიჩის ნაჩვენები თამაში ამხანაგურ მატჩებში მოეწონა და მისი თხოვნით მილანმა ფეხბურთელის გაყიდვა გადაიფიქრა.

Leave a Reply

Your email address will not be published.