Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კრუნიჩი მილანის დატოვებასთან ახლოს არის

როსონერი შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს, თუმცა სანდრო ტონალის და ბრაჰიმ დიასის დამატების შემდეგ, გუნდს ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, რომ დამატებითი ფინანსები მიიღოს და დარჩენილი პრობლემური ზონები გააძლიეროს.

მილანიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი რადე კრუნიჩია, რომელიც დიავოლოს გასულ ზაფხულს 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ემპოლიდან შეუერთდა, თუმცა 26 წლის ფეხბურთელის ადგილს პიოლი გუნდში ვერ ხედავს და მალდინი-მასარას დუეტი მის გაყიდვაზე მუშაობს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გერმანული ფრაიბურგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს იხდის, სწორედ იმდენს, რაც მილანმა გასულ სეზონში მის სანაცვლოდ დახარჯა და დიდი ალბათობით ტრანსფერი ძალიან მალე გაოფიციალურდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.