Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კრუნიჩი:“ ჩვენი მიზანი სკუდეტოა“

მილანის ნახევარმცველის რადე კრუნიჩის თქმით, ის მილანში ბედნიერია და გუნდთან ერთად სკუდეტოსთვის ბრძოლა სურს.

„მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციაზე ადაპტაცია მოკლე დროში გაიაროს და მწვრთნელის დავალებები კარგად შეასრულოს. მარტივი არ არის ითამაშო მარცხენა ფლანგზე და შემდეგ ცენტრში გადაინაცვლო, მაგრამ მე მზად ვარ გუნდის დასახმარებლად ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო.

„ჩვენი მიზნები ? მილანმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ ძლიერები ვართ და სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ. ზედიზედ 2 მარცხის გამო მილანი ბევრმა გააკრიტიკა, მაგრამ ყველას დაავიწყდა, რომ იქამდე ჩვენ დაუმარცხებლები ვიყავით. წინ ჯერ ძალიან დიდი დრო და ბევრი რთული მატჩია, მაგრამ როსონერი ქომაგებთან ერთად ბრძოლისთვის მზად არის.“