Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კრუნიჩი:“ ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ…“

მილანის ნახევარმცველმა რადე კრუნიჩმა Milan TV-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ქომაგები ? ჩვენ მათი ხმა ჯენოასთან მატჩის მსვლელობისას კარგად გვესმოდა. სან სიროზე ჩვენ დღეიდან ორჯერ უფრო ძლიერები ვიქნებით, რადგან ტიფოზები დაგვიბრუნდნენ და მათი პოზიტივი ჩვენზე დადებითად იმოქმედებს.

„ჩვენ წელს უფრო ძლიერები ვართ, გუნდს გამორჩეული ჩემპიონები და ახალგაზრდა ტალანტები შეუერთდნენ და ჩვენ გამოწვევებისთვის მზად ვართ.

„პირადი მიზნები ? ჩემი მთავარი სურვილია, რომ გუნდს მაქსიმალურად დიდი დახმარება გავუწიო. ისინი, ვინც მოედანზე ბევრ დროს იღებენ, ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯონ, ის ფეხბურთელები კი, რომლებსაც მოედანზე ბევრი დრო არ ეძლევათ, როგორც მე, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ და როდესაც გუნდს დახმარება დასჭირდება, ეს უნდა გავაკეთოთ.

„ჩვენი უპირატესობა სხვა გუნდებთან არის ის, რომ ერთმანეთს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. მოლოდინები ძალიან დიდია, გასულ სეზონში ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ და ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდით, ამ სეზონში კი ტიფოზები უფრო მეტს ითხოვენ.

„ჩემპიონთა ლიგის წილისყრა ? მართალია ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ლიგაზე დავბრუნდით და თითეულ მატჩში ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.“